ონლაინ კურსები თამარ ბურდულთან ერთად

მიიღე საჭირო და პრაქტიკული ცოდნა ჩვენი ონალინ კურსების დახმარებით!

ცოდნა სიძლიერის საწინდარია!

ისწავლე ესპანური მართვის მოწმობის თეორია მარტივად!

ისწავლე ესპანური მართვის მოწმობის თეორია მარტივად!

აუცილებელია ვიცოდეთ რომ საქართველოს მოქალაქეებს, ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება შეუძლიათ ქვეყანაში შემოსვლიდან მხოლოდ, პირველი 6 თვის განმავლობაში.
ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ უკვე სავალდებულოა ადგილობრივი მართვის მოწმობის ქონა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა დაახლოვებით 500 ევროა.
უკვე 10 წელზე მეტია მიმდინარეობს ამ თემაზე მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის, თუმცა საკითხი დღემდე განხილვაშია.

⦁ ესპანეთში მცხოვრებ ნებისმიერ რეზიდენტს, რომლის წლოვანებაც შეესაბამება, კონკრეტული ტიპის მართვის მოწმობისთვის დადგენილ ასაკს (თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც თუ ფლობენ სპეც. სერტიფიკატებს).
⦁ უცხოელ სტუდენტს, რომელიც თუ არა ევროკავშირის ქვეყნიდან იქნება, უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია, რომ მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ესპანეთიდან გაუსვლელად.
⦁ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, არ უნდა გქონდეთ ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ნებართვა.
⦁ თუკი თქვენი მართვის მოწმობა გაუქმებულია ქულების მთლიანად დაკარგვის გამო, უნდა დაელოდოთ კანონით დადგენილი ვადის გასვლას, რომ შეძლოთ გამოცდაზე ხელახლა გასვლა.
⦁ არ უნდა ფლობდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რომელიმე ქვეყნის მართვის მოწმობას (ამ შემთხვევაში პირდაპირ იცვლება). არ უნდა გქონდეთ ჩამორთმეული ევროკავშირის ქვეყნებიდან არც ერთ ქვეყანაში მართვის ნებართვა.
⦁ ადგილობრივი საგზაო-სატრანსპორტო სამსახურიდან, თქვენზე გაცემული უნდა იყოს მართვის მოწმობის, თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლის ნებართვა.
მართვის მოწმობის ან ლიცენზიის ასაღებად უნდა ჩააბაროთ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა. ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ ასევე დაგჭირდებათ მანევრირების სპეციალური ტესტის ჩაბარება, რომელიც ტარდება დახურულ მოედანზე, სადაც უნდა მოახდინოთ მართვის უნარების დემონსტრაცია.

⦁ ნიე
⦁ თქვენი საცხოვრებელი მისამართი
⦁ Informe de actitud psicofísica (ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობის ცნობა), რომელსაც გასცემს ავტორიზებული ცენტრი. გახსოვდეთ, რომ ამ სერტიფიკატს აქვს მოქმედების ვადა 90 დღე.
⦁ უნდა გადაიხადოთ სახელმწიფო მოსაკრებელი პრაქტიკულ გამოცდაზე გასავლელად: 94,05€ (Ciclomotor, moto, coche, camión o autobú). ამ თანხაში გაქვთ როგორც თეორიაზე, ისე პრაქტიკაზე გასასვლელი 2 ცდა. თუ თეორიას პირველივე გასვლაზე ჩააბარებთ, პრაქტიკული გამოცდისთვის გექნებათ 2 ცდა.
⦁ უნარების ტესტის ოფიციალური განაცხადის ფორმა, ტესტებში მონაწილეობის მოთხოვნით. ამ ფორმაზე ხელმოწერით განმცხადებელი ასევე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მას არ ეკრძალება მართვის უფლება, არ ექვემდებარება შეჩერებას ან ადმინისტრაციულ ჩარევას, ან არის სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული იგივე ტიპის მართვის მოწმობის მფლობელი.
⦁ ფსიქოფიზიკური უნარების დასკვნა, მძღოლისთვის გადახდის ქვითარი „ტასა“ ან საკრედიტო ბარათი რომლითაც გადაიხდით ოფისში.

⦁ ჩაბარებული უნდა გქონდეთ თეორიული ნაწილი.
⦁ Informe de actitud psicofísica (ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობის ცნობა), რომელსაც გასცემს ავტორიზებული ცენტრი. გახსოვდეთ, რომ ამ სერტიფიკატს აქვს მოქმედების ვადა 90 დღე.
⦁ „ტასა“ 94,05

თუ თეორილ გამოცდაზე, პირველივე ცდაზე წარმატებით გაივლით ტესტირებას, პრაქტიკულ გამოცდაზე სახელმწიფო მოსაკრებელს არ გადაიხდით, თუ ჩაიჭრებით მაშინ უნდა გადაიხადოთ კვლავ – 94,05


⦁ ბეჭდური ფოტოსურათი სტანდარტით:32 x 26 მ.მ. ფოტო უნდა იყოს ფერადი, გადაღებული თეთრ ფონზე, სათვალისა და თავსაბურავის გარეშე, არც დანარჩენი სხვა აქსესუარები რაც გაართულებს თქვენს იდენტიფიკაციას. ფოტო-ტალონზე დააკრავთ ამ ფოტოს და მოაწერთ ხელს. ეს პროცედურა საჭიროა მათთვის ვინც პირველად იღებს მართვის მოწმობას ესპანეთში.
თუ რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე თავსაბურავს იყენებთ, ამ შემთხვევაში სახის ოვალი უნდა იყოს კარგად გამოკვეთილი, უნდა ჩანდეს ნიკაპი და თმის ძირები, რაც ხელს შეუწყობს თქვენი პიროვნების იდენტიფიკაციას.

თეორიული გამოცდის შემდეგ, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების ვადა არის 2 წელი

უამრავი სხვა საგანმანათლებლო ვიდეო კურსები

ძალიან მალე!

ვებ-საიტი ეტაპობრივად განახლდება და შეივსება სხვადასხვა საჭირო და საგანმანათლებლო ვიდეო კურსებით



Play Video