სასწავლო ლიცენზია უნდა მოითხოვოთ ადგილობრივი საგზაო სამსახურიდან (JPT) იმ პროვინციაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. თუ განმცხადებელს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ჩააბარა თეორიული ტესტები და ჰყავს ავტომობილი გაკვეთილებისა და პრაქტიკული გამოცდებისთვის, ამისთვის მხოლოდ განაცხადის შევსებაა საჭირო. აღნიშნულ მოთხოვნაში, იწერება, როგორც განმცხადებლის ისე ინსტრუქტორის მოვალეობის შემსრულებელი პირის პირადი მონაცემები და აწერენ ხელს. ასევე მითითებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომელიც გამოყენებული იქნება პრაქტიკებზე და გამოცდის დღეს.
დოკუმენტების განხილვის შემდეგ, JPT (Jefatura Provincial de Tráfico) გასცემს სასწავლო ლიცენზიას, რომელიც მოსწავლემ თან უნდა იქონიოს მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში, პირადობის დამადასტურებელ მონაცემებთან ერთად. ანალოგიურად, თანმხლებ პირს მოეთხოვება მართვის მოწმობის თან ქონა. ზემოთ აღნიშნული სასწავლო ლიცენზია გაიცემა მხოლოდ ერთხელ და მისი მოქმედების ვადა გრძელდება რვა თვე.
რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებას, ის უნდა იყოს დაზღვეული პრაქტიკის ხანგრძლივობისა და პრაქტიკული გამოცდის განმავლობაში. გარდა ამისა, ავტომობილის მდგომარეობა და მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს ავტოსკოლის მსგავს სტანდარტებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰქონდეს ორმაგი კონტროლი (პედალი) და ორმაგი სარკეები. წინა და უკანა მხარეს აღნიშნული იყოს L (V-14) -ის ნიშნით, წითლად.
მართვის მოწმობის გადაცვლა ესპანურში – CANJEAR EL CARNET
მართვის მოწმობის გადაცვლა გულისხმობს უცხოეთში გაცემული ნებართვის ჰომოლოგაციას (აღიარებას), რაც იცვლება ესპანეთში არსებულ შესაბამის კატეგორიაში.
შესაძლებელია მარტივი პროცედურით გაიცვალოს ევროკავშირის ქვეყნების ნებართვები ადგილობრივში, ასევე ეკონომიკური ზონის ქვეყნების მართვის მოწმობებშიც (ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია), ანდორა, შვეიცარია, მონაკო და სხვა ქვეყნები, თუ არსებობს წინასწარი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის.
მართვის მოწმობის გადაცვლა შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ნებართვა აღებული გაქვთ ესპანეთში ბინადრობის ნებართვის მოპოვებამდე, ან ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევამდე.
ნებართვებისთვის, რომლებიც მოიცავს მხოლოდ A და B ტიპის სატრანსპორტო საშუალების ნებართვებს (მოტოციკლები, ავტომობილები და მსუბუქი სატრანსპორტო საშალებები), გამოცდას არ საჭიროებს და გაცვლა ხდება პირდაპირ.
მართვის ნებართვების გაცვლისთვის, რომელიც მოიცავს C და D ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის (სატვირთო მანქანები და ავტობუსები), როგორც წესი, საჭიროა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება და, ზოგიერთ შემთხვევაში, თეორიული გამოცდისაც. ამიტომ წინასწარ უნდა შეამოწმოთ თითოეული ქვეყნისთვის საჭირო უნარების გამოცდები.
რა შემთხვევაში ვერ გაცვლით მართვის ნებართვას?!
როდესაც არ არის გაფორმებული წინასწარი თანხმება თქვენს ქვეყანასთან და არ იძებნება შეთანხმების მქონე ქვეყნების სიაში. ამ შემთხვევაში ახლიდან უნდა აიღოთ მართვის მოწმობა.
როდესაც ესპანეთის ბინადრობის ნებართვა უკვე გაქვს და მერე იღებ მართის მოწმობას შენს ქვეყანაში/
https://www.dgt.es/nuestros-servicios/permisos-de-conducir/permisos-extranjeros-y-de-fuerzas-y-cuerpos-de-seguridad/canjes-de-permisos/paises-con-convenio-de-canjes/
ატრ გაიცვლება პდფ. ფორმატში გაცემული მართვის მოწმობები, თუ ეს არ არის პლასტიკური ბარათი.
დაიმახსოვრეთ, რომ ესპანეთის რეზიდენციის მიღებიდან ან ქვეყანაში შემოსვლიდან, მხოლოდ 6 თვე გაქვთ უცხოური მართვის მოწმობით გადაადგილების ნებართვა.
როდესაც თქვენს სასარგებლოდ დასრულდება განხილვა, გადმოგეცემათ დროებითი ნებართვა, თვენახევრის განმავლობაში დაგიმზადდებათ ორიგინალი პლასტიკური ბარათი.
განხილვის პროცესს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ონლაინ რეჟიმშ.
https://sede.dgt.gob.es/es/permisos-de-conducir/canje-permisos/canje-permisos-extranjeros/canje-permisos-con-convenio/index.shtml?%20Ucrania